ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორია


სამეცნიერო  მიმართულებები:

• ნახევარგამტარული მასალების მოცულობითი კრისტალების, პოლირებული ფუძეშრეებისა და p-n  სტრუქტურების ტექნოლოგია;

• ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობა.

 ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიაში ხორციელდება ჩოხრალსკის მეთოდით დონორული და აქცეპტორული მინარევებით ლეგირებული Si, Ge   და SiGe შენადნობების მონო- და პოლიკრისტალური ნიმუშების მიღება, მაღალი ხარისხის პოლირებული ფუძეშრეების დამუშავება, მათ საფუძველზე სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით p-n სტრუქტურების შექმნა  და მათი ელექტროფიზიკური მახასიათებლების დიაგნოსტიკა.

 რენტგენული დიფრაქციული და ოპტიკური მეტალოგრაფიული მეთოდებით სრულდება ნახევარგამტარული ფუძეშრეებისა და პროფილირებული ნიმუშების კრისტალოგრაფიული ორიენტაციებისა და სტრუქტურული დეფექტების მახასიათებლების კვლევები.

 ფოსფორისა და ბორის მაღალტემპერატურული დიფუზიით SiGe ფუძეშრეებზე იქმნება p-n სტრუქტურებისა და ომური კონტაქტების ფორმირება და მათი  ელექტროფიზიკური და ოპტიკური მახასიათებლების კვლევა, მზის ენერგიის ფოტოელექტრული გარდამქმნელებისა და იწ გამოსხივების  დიაპაზონში მომუშავე ფოტოდეტექტორების შესაქმნელად.

 

თანამშრომლები :
ია ყურაშვილი - დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
გიორგი დარსაველიძე - ფიზ.მათ.მეცნ. დოქტორი,  პროფესორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
დავით მხეიძე - აკად.დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
მარინა ქადარია - დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი;
გიორგი ჩუბინიძე - აკად.დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი;
ვახტანგ გაბუნია- მეცნიერ-თანამშრომელი;
ნარგიზა გოგოლაშვილი -  მეცნიერ-თანამშრომელი;
ნინო ქიტოშვილი - უფროსი ლაბორანტი.