ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია

სამეცნიერო  მიმართულებები:

• რადიაციული ფიზიკა, ტექნოლოგიები და მასალათმცოდნეობა;

• ეროვნული და ბირთვული უსაფრთხოებისათვის მაიონებელი გამოსხივების ნახევარგამტარული იონიმპლანტაციური მიკროპროცესორიანი დეტექტორების ტექნოლოგია;

• გაუმჯობესებული თვისებებისა და ფუნქციური მახასიათებლების ნაკეთობებისათვის რადიაციით   მოდიფიცირებული იონიმპლანტაციური კომპოზიციური მასალების ტექნოლოგია.

 

 მბომბავი იონებისა და ნაწილაკების  რადიაციული პარამეტრების კომპიუტერული მოდელირება;

 მინიმალური ნანოზომების სიმქისის პარალელური გაპრიალებული ნიმუშების მიღება, რაც მათი დასხივების ტექნოლოგიისა და თვისებების კვლევის მეთოდოლოგიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს;

 კომპოზიციური კონსტრუქციული მასალების მიღების რადიაციული ტექნოლოგიების პროცესებისა და  მათი ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების კვლევის მეთოდიკების დამუშავება;

 მასალების თვისებებზე მიმდინარე რადიაციული პროცესების, ნანოფიზიკური და ნანომოვლენების ზეგავლენის დადგენა-დასაბუთება;

 მაიონებელი გამოსხივების ველში ლითონური, ნახევარგამტარული და დიელექტრიკული მასალებისა და მათგან შექმნილი ნაკეთობების პარამეტრების დეგრადაციის მოდელირება.

 

თანამშრომლები :

ავთანდილ სიჭინავა - დოქტორი,  ლაბორატორიის  ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი 

დავით ჯიშიაშვილი- მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;

აბესალომ იაშვილი   -   მეცნიერ- თანამშრომელი;

ლევან გაფიშვილი - მეცნიერ-თანამშრომელი, მაგისტრი;

თორნიკე ქიმერიძე - მეცნიერ-თანამშრომელი;

კახაბერ შამათავა  - მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორანტი.